საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდება
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, ავტობუსის სპეციალური რეისი დაინიშნა. კერძოდ, უკრაინის ტერიტორიიდან მოლდოვაში გადაადგილებული მოქალაქეები, კიშინიოვიდან ბუქარესტში ავტობუსით გადასვლას შეძლებენ. სპეციალური რეისების ორგანიზებას მოლდოვაში საქართველოს საელჩო უზრუნველყოფს. ამ დროისთვის 39 მოქალაქე რუმინეთში, ქ. ბუქარესტში გადაიყვანეს აღნიშნული რეისის საშუალებით. მოქალაქეები საქართველოს საელჩომ საცხოვრებლით და საკვებით უზრუნველყო. საქართველოს მოქალაქეები უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან სამშობლოში. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი და უკრაინიდან პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში გადასული მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს დაევალა, რომ მათ დახმარება გაუწიონ. მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ტელეფონის ნომრებზე, რომლებიც საგარეო უწყების ვებ გვერდზეა მითითებული. ასევე მსურველებს შეუძლიათ ინფორმაცია მიიღონ საევაკუაციო რეისების შესახებ, მათ შორის იგულისხმება სარკინიგზო ჩქაროსნული რეისები. მგზავრობა უფასოა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის საგარეო უწყების გაფრთხილება სააკაშვილს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ათეა-ს მხარდაჭერით მეწარმე ქალთა ფორუმი გაიმართა
NALAG
თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გერმანიაში დასაქმებულების პრობლემები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგარეო უწყების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster