ბოლნისში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კრებები ჩატარდა
7 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ბალიჭსა და დაბა კაზრეთში იმყოფებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად, პირადად შეხვდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს და პრიორიტეტული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მათგან მოისმინეს. სოფელ მუშევანში, მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, გარე განათების ქსელი მოეწყობა. წელსვე, სოფლამდე მისასვლელი გზაც მოწესრიგდება. დასრულდება სოფელში არსებული რიტუალების სახლის კეთილმოწყობა და შემოიღობება გარე პერიმეტრი. შეხვედრის მიმდინარეობისას, სკოლის რეაბილიტაციის საჭიროების შესახებაც ისაუბრეს - პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, მოსახლეობას საკითხთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროსთან შუამდგომლობას დაპირდა. სოფელ ბალიჭში დღეს მიმდინარე კრების ფარგლებში, მოსახლეობამ პრიორიტეტად გარე განათების მოწყობა დაასახელა. წელსვე, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სოფელში, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად, 750 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება იგეგმება. დაბა კაზრეთის მცხოვრებლებმა კი პრიორიტეტად, კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტი დაასახელეს. გარდა, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისა, 2019 წელს, ადგილზე, დაგეგმილია შიდა გზების მოასფალტება, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია და 26 ლიფტის შახტის კეთილმოწყობა. მოსახლეობამ, სასწრაფო-სამედიცინო პუნქტისა და პროფესიული სასწავლების ფუნქციონირების საჭიროებაზეც გაამახვილა ყურადღება. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაბის მცხოვრებლებს, კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ. #ქვემოქართლი2019 #ბოლნისი2019 #სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვ...
გაზეთი ბოლნისი
ქსელი | კინო თეთრიწყაროში
Litagora
რძის გადამამუშავებელი საწარმოები ბოლნისში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
#არტიშოკი 200-წლიანი მარანი ბოლნისში და შვაბური ლორის დამზად...
პირველი არხი - ფერმა
ვითარება ბოლნისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბოლნისში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების ერთი ფაქტია...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბოლნისში 2600 ჰექტარ სავარგულზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდე...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ვითარება ბოლნისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster