ვითარება ბოლნისში
სოფელ ქვემო ბოლნისში და მიმდებარე ოთხ სოფელში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოიხსნა. პირველი აპრილის შემდეგ გამკაცრებულ პირობებში მყოფი ხუთი სოფლის მცხოვრებლებს, დღეიდან ერთმანეთთან მიმოსვლა შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ. თუმცა მოქალაქეები ვერ შეძლებენ იმ დასახლებებში გადაადგილებას, სადაც ჯერ კიდევ მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს. ახალი წესების შესახებ ქალაქის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი დღეს ადგილობრივებს ესაუბრნენ. ასევე დასახლებაში მოხალისეთა ჯგუფებმა სამ ენაზე საინფორმაციო პლაკატები გააკრეს. ქვემო ბოლნისსა და მიმდებარე ოთხ სოფელში ექვსი აპრილის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა, რის შემდეგაც ორი საინკუბაციო ვადაა გასული, შესაბამისად ეპიდემიოლოგების მხდრიდან შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაცია გაიცა. რაც შეეხება მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდვითარებას, 15 გაგზავნილი ნიმუშიდან ლაბორატორიული კვლევის შედეგებით ყველა უარყოფითია. მათ შორის იყო ბოლნისის ცხელების ცენტრში მყოფი ოთხი პაციენტი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 11 პერსონალი. ორი დღეა მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის 120 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 24 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება ბოლნისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ბოლნისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ბოლნისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ბოლნისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ბოლნისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ბოლნისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ბოლნისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ბოლნისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster