ქსელი | კინო თეთრიწყაროში
ლიტაგორას ახალი ვიდეოების სანახავად გამოიწერეთ არხი, შემდეგ კი დააჭირეთ ზარის ღილაკს. 2022 წლის ნოემბერში "ქსელის" ორგანიზებით 8 დღის განმავლობაში ამბროლაურში, გორში, ბოლნისში, კასპში და ლაგოდეხში სხვადასხვა ქართული ფილმების კინოჩვენებები გაიმართა. კინოჩვენებას უმასპინძლა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელმა სამშვილდემაც, აქ სოფლის კლუბის შენობაში, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ აღადგინა და სადაც კინოჩვენება მრავალი წელია არ გამართულა, მაყურებელს ელდარ შენგელაიას "შეკერიკელების" ნახვა შეეძლო. გარდა იმისა რომ შენობაში ფილმების ჩვენებაა შესაძლებელი, ეს ადგილი ასევე სოფლის მაცხოვრებლებისათვის თავშეყრის ფუნქციასაც ითავსებს. სამშვილდეს 15 ნოემბერს, კინოჩვენების დღეს ვეწვიეთ და ლუსინე დოსტიბეგიანს, "თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის" დირექტორს გავესაუბრეთ. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი ქსელში გაწევრიანებული ერთ-ერთი ორგანიზაციაა. ქსელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები, საერთო იდეებისა და გამოწვევების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების და ორგანიზაციების კავშირია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონებში კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ქსელი / kselige თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი / tycgeorgia გამართული ჩვენების შესახებ / 2413727532121701 ინტერვიუერი: სალომე ლეჟავა ვიდეო: დათო ლობჟანიძე --------------------------------------- მეგობრებო, გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორაციული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი. თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორაციული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე). ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის. (Shout-Out ყველა ჩვენს მხარდამჭერს დეკემბრის პირველ ვიდეოში) საქართველოს ბანკი: GE29BG0000000538341364 თიბისი: GE19TB7351736080100015 მიმღები: ააიპ ლიტაგორა დანიშნულება: დონაცია Facebook / litagora Instagram / litagoramagazine Web https://litagora.ge/
Litagora-ის სხვა ვიდეოები
კავშირები და ალუზიები შავ სარკეზე სერიალის მეოთხე...
ლევან აბდუშელიშვილი | მონტაჟის როლი კინოხელოვნებაშ...
დეა ჭოლოკავა | ქაოტური პოეზია კინოში
სოსო ბლიაძე და თაკი მუმლაძე "ჩემი ოთახის" შესახებ
ალექსანდრე გაბელია | ყველა ფილმი პოლიტიკურია
მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ
ქართველი რეჟისორები კინოს შესახებ (ნაწილი I)
არის ასეთი ადგილი | დევიდ გრებერი და უტოპიები
მსგავსი ვიდეოები
ქსელის კინოკვირეული მიტოვებულ კინოთეატრებში | 5+1 ეკრანი
ინდიგო | INDIGO MAGAZINE
ახალი 9 | გაზმომარაგების ქსელი | 11.03.13
GeoArchive
#1 ჰიპერმარკეტების ქსელი | გორგია
გორგია - Gorgia
ახალი დეზინფორმაციული ქსელი | შენი შუადღე - 30.01.2024
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
წყალი და კანალიზაცია | გარე ქსელი | ეპ. #27
Actionman • რემონტის რჩევები
ანტიდასავლური პროპაგანდა სოც. ქსელებში | რუსული ქსელი კავკას...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
საწოლები | sawolebi
Custom furniture
არისტოკრატიის ტუტორიალი | ინდივიდუალიზმი, ესთეტიკა, სწორი აღ...
პროვოკატორი