გურამ ოდიშარიამ პარიზის ვიზიტი შეაჯამა

27.11.2013 04:12

27 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ გამართა პრესკონფერენცია სამინისტროს დელეგაციის საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი მერაბ ბოჭოიძე, სააგენტოს თანამშრომლები, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარიამ დიდებულიძე და ცენტრის წარმომადგენლები. იუნესკოს გენერალური ასამბლეის მე-19 სესიის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე იუნესკოს მესვეურებსა და სპეციალისტებს შეხვდნენ. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: