თემურ ჩხეიძე - 70 წელი, საჩუქარი იუბილარს

11/18/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

კულტურის სამინისტროს თანადგომით თემურ ჩხეიძის სახელოსნო გაიხსნება
იუბილარს კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა ხელოვნებაში
შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის „ხელოვნების ქურუმი\" გადასცა
მე ვდგამ ფსიქოლოგიურ სპექტაკლებს. ვცდილობ მინიმუმის მეშვეობით მაქსიმალურის მიღწევას. ვცდილობ ადამიანის ბუნების ანატომიის გამოხატვას. მხატვარი რომ გამოვსულიყავი, ალბათ პორტრეტისტი ვიქნებოდი. მაინტერესებს ყველა პროცესი, რომელიც ადამიანის სულში მიმდინარეობს. თეატრში ყველაფერი ფსიქოლოგიურად გამართლებული უნდა იყოს, ყველაფერი უნდა დალაგდეს ცხოვრების მიხედვით. შესაძლოა, სრულიად მოულოდნელი რაღაცეებიც მოხდეს - ისე, როგორც ცხოვრებაში.
თ. ჩხეიძე
ნახევარი საუკუნე თეატრში!
ასამდე საოპერო, დრამატული და სატელევიზიო დადგმის ავტორი!
2014 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით თემურ ჩხეიძის სახელოსნო გაიხსნება.
18 ნოემბერს, მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა მისი სპექტაკლი „ART-ხელოვნება\", სპექტაკლის დასასრულს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა პირადად მიულოცა რეჟისორს იუბილე და ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის „ხელოვნების ქურუმი\" გადასცა.
...იყო ზუგდიდის თეატრში მოღვაწეობის ეტაპი, იყო ქართული მოზარდმაყურებელთა თეატრი, რუსთაველის თეატრი, სატელევიზიო თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი და...მერე უკვე მსოფლიო აღიარება, დიდი დრამატული თეატრი პეტერბურგში, დიდი და სამხატვრო თეატრები მოსკოვში, ლასკალას თეატრი, მეტროპოლიტენ ოპერა, პარიზისა და ბორდოს საოპერო თეატრები...


http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან