ჯემალ აჯიაშვილის საიუბილეო ღონისძიებები ქალაქ სენაკში
23 მარტს, ქალაქ სენაკში გაიმართა ქართველი შემოქმედის, მთარგმნელისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატის ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 70 წლის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები. ღონისძიებებს დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე. ჯემალ აჯიაშვილს ეკუთვნის მსოფლიო კლასიკური პოეზიის ნიმუშების, ბიბლიური ფსალმუნების, ანდალუსიელი ებრაელი პოეტების ლექსების, ძველბერძნული და სპარსული პოეზიის ნიმუშების, შექსპირის, ჩიკამაცუს, კარლო გოცის დრამატული პოემების, დანტეს, პეტრარკას, მიქელანჯელოს, რილკეს სონეტების, ვლადიმერ მაიაკოვსკისა და ბორის პასტერნაკისის ლექსების თარგმანები. ჯილდოები და პრემიები: სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1984წ.), პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ილ.ჭავჭავაძის სახ. პრემიის ლაურეატი (1991წ.), ივ.მაჩაბელის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1995წ.), ღირსების ორდენის კავალერი (1996წ.), „საბა" საუკეთესო თარგმანისთვის „ვარსკვლავთა ჩრდილში მაღალთა თანა" - (2005 წ.) http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ჯემალ აჯიაშვილის საიუბილეო ღონისძიებები ქალაქ სენაკში
culturegovge culturegovge
ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნის საღამო
TV IMEDI
ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნის საღამო
TV IMEDI
ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნის საღამო
TV IMEDI
ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისის...
ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო სენაკში
სკოლა სადუნი / School Saduni
ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო II
Simon Nozadze
ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო I
Simon Nozadze