დაკავებული ზუგდიდელი მძღოლები დანაშაულს არ აღიარებენ
ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ დაკავებული მძღოლები, რომელთაც სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, დანაშაულს არ აღიარებენ. მათი მტკიცებით, მძოლების დაკავებაში კონკრეტული პირების ინტერესებია. „საერთოდ არ მინახავს ის ადამიანი, რომელიც დაზარალებულად მიიჩნევა. აუცილებლად გამოჩნდება, რას უკავშირდება ეს ყველაფერი.... არავითარი დანაშაული, მით უმეტეს, ჯგუფურად, არ ჩაგვიდენია“, - აღნიშნა ერთ-ერთმა დაკავებულმა კალისტრატე ეხვაიამ.ბრალდებას არ ეთანხმება დაცვის მხარე. ადვოკატები იოსებ ჯანაშია და იზა შანავა მიიჩნევენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები არა დამნაშავეები, არამედ შექმნილი სიტუაციის მსხვერპლები არიან. „ის, რომ ამ დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი პარალიზებული იყო, არის იმის ბრალი რომ ამ ადამიანების მოთხოვნებზე არ იყო რეაგირება ხელისუფლების მხრიდან. ისინი იხდიან გადასახადებს და მუშაობენ კანონიერად, განსხვავებით სხვა სადგურებისა, რომელთაც ლიცენზია არ აქვს. გასაგებია, რომ არ არის რეგულაციები, თუმცა მძღოლები საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას აპირებენ, რომლითან აღნიშნული ქმედება უნდა დარეგულირდეს“, - აღნიშნა ჯანაშიამ.წინასასამართლო სხდომა მოსამართლემ 19 ივნისს დაგეგმა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში მიკროავტობუსების მძღოლები მეოთხე დღეა გაფიცულები არ...
Radio Atinati
6 დაკავებული და ერთი დაშავებული - მძღოლების აქცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გარემოვაჭრეები პოლიციის სამმართველოსთან დაკავებული მოვაჭრის...
Radio Atinati
სასამართლოში ზუგდიდის გამგეობის საკონკურსო კომისიის წევრები...
Radio Atinati
ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ
Radio Atinati
ზუგდიდში დაკავებული მაია კალანდიას და მარიამ სიჭინავას სასამ...
Formula News
დაჭრა ზუგდიდში - 1 დაკავებული
TV Pirveli
ზუგდიდში მერიის დაკავებული თანამშრომლისთვის აღკვეთი ღონისძიე...
TV IMEDI