ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ დაკავებული მძღოლები, რომელთაც სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, დანაშაულს არ აღიარებენ. მათი მტკიცებით, მძოლების დაკავებაში კონკრეტული პირების ინტერესებია.
„საერთოდ არ მინახავს ის ადამიანი, რომელიც დაზარალებულად მიიჩნევა. აუცილებლად გამოჩნდება, რას უკავშირდება ეს ყველაფერი.... არავითარი დანაშაული, მით უმეტეს, ჯგუფურად, არ ჩაგვიდენია“, - აღნიშნა ერთ-ერთმა დაკავებულმა კალისტრატე ეხვაიამ.ბრალდებას არ ეთანხმება დაცვის მხარე. ადვოკატები იოსებ ჯანაშია და იზა შანავა მიიჩნევენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები არა დამნაშავეები, არამედ შექმნილი სიტუაციის მსხვერპლები არიან.
„ის, რომ ამ დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი პარალიზებული იყო, არის იმის ბრალი რომ ამ ადამიანების მოთხოვნებზე არ იყო რეაგირება ხელისუფლების მხრიდან. ისინი იხდიან გადასახადებს და მუშაობენ კანონიერად, განსხვავებით სხვა სადგურებისა, რომელთაც ლიცენზია არ აქვს. გასაგებია, რომ არ არის რეგულაციები, თუმცა მძღოლები საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას აპირებენ, რომლითან აღნიშნული ქმედება უნდა დარეგულირდეს“, - აღნიშნა ჯანაშიამ.წინასასამართლო სხდომა მოსამართლემ 19 ივნისს დაგეგმა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm