მიხეილ გიორგაძე ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებელს ესტუმრა

05.02.2015 01:26

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის ინიციატივით, გრძელდება შეხვედრები სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების წარმომადგენლებთან. 4 თებერვალს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი სსიპ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელს ეწვია. მიხეილ გიორგაძე საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს ზვიად ბაქრაძეს, სამხატვრო ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს, ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და სასწავლებლის აღსაზრდელებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, სხვადასხვა სახის პრობლემების მოგვარების მიზნით იქმნება უწყებათაშორისი კომისია, რომელიც შეისწავლის და შეაფასებს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების მდგომარეობას და საკითხის გადასაწყვეტად კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს. პრობლემების ადგილზე გაცნობის მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ყველა დაწესებულების (სსიპ) მონახულებას გეგმავს. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო