"გორდა"- პრემიერა განახლებულ ოპერისა და ბალეტის თეატრში
12, 13 და 14 თებერვალს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საბალეტო დასმა წარმოადგინა დავით თორაძის „გორდა“ (ქორეოგრაფი ვახტანგ ჭაბუკიანი). „გორდა“ საბალეტო დასის ხელმძღვანელის ნინო ანანიაშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით აღდგა. ბალეტის ახალ რედაქციაზე მუშაობდნენ საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორები, დეკორაციები დავით მონავარდისაშვილს, ხოლო კოსტიუმები ანა კალატოზიშვილს ეკუთვნის. „გორდას“ რევაზ ტაკიძემ უდირიჟორა. ცნობილი ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის ბალეტი ვახტანგ ჭაბუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1949 წელს დადგა. მთავარ როლს ამ ბალეტში ლეგენდარული მოცეკვავე და ქორეოგრაფი თავად ასრულებდა. „გორდა“ ათეული წლების განმავლობაში იყო წარმოდგენილი თეატრის რეპერტუარში. მისი აღდგენა ბოლოს 1996 წელს მოხდა ზურაბ კიკალეიშვილის მიერ. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
„გორდა“ პრემიერა განახლებულ ოპერისა და ბალეტის თეატრში
culturegovge culturegovge
„გორდა“ პრემიერა განახლებულ ოპერისა და ბალეტის თეატრში
culturegovge culturegovge
"გორდა"- პრემიერა განახლებულ ოპერისა და ბალეტის თეატრში/art...
State Ballet of Georgia
ტრაექტორია – "გორდა" პრემიერა განახლებულ ოპერისა და ბალეტის...
Artareatv
"გორდა" - პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის განახლებულ თე...
culturegovge culturegovge
"გორდა"/Gorda/ პრემიერა The premiere /12.02.2016
State Ballet of Georgia
ოპერისა და ბალეტის თეატრი 30 იანვარს საზეიმოდ გაიხსნება
culturegovge culturegovge
„გორდა“ - პრემიერა ოპერისა და ბალეტის თეატრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster