"გორდა"/Gorda/ პრემიერა The premiere /12.02.2016

06/11/2021
State Ballet of Georgia-ის მიერ

#stateballetofgeorgia#ninaananiashvili
„გორდას“ აღდგენის ინიციატივას საბალეტო დასის ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის, რომელიც ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული ვერსიისა და ლიბრეტოს ავტორია. დადგმაზე საბალეტო დასის მთელი კოლექტივი მუშაობდა. „გორდას“ დეკორაციები მხატვარ დავით მონავარდისაშვილს ეკუთვნის, კოსტიუმები კი - ანა კალატოზიშვილს. ბალეტის მუსიკალური ხელმძღვანელია დირიჟორი რევაზ ტაკიძე.
ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის ბალეტი „გორდა“ვახტანგ ჭაბუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1949 წელს დადგა. მთავარ როლს ამ ბალეტში ლეგენდარული მოცეკვავე და ქორეოგრაფი თავად ასრულებდა. 1996 წელს „გორდა“ ბალეტმეისტერისა და ქორეოგრაფის ზურაბ კიკალეიშვილის მიერ აღდგა. „გორდა“ თეატრის რეპერტუარში ათეული წლების განმავლობაში იყო წარმოდგენილი.
პრემიერა 2016 წლის 12, 13 და 14 თებერვალს განახლებულ თეატრში გაიმართება.
The initiative of revival of Gorda belongs to Nino Ananiashvili who is the author of the new choreographic version and libretto of the ballet.
The whole ballet company worked on the production. The scenery of Gorda belongs to scenographer Davit Monavardisashvili, the costumes are designed by Anna Kalatozishvili. and conductor Revaz Takidze is the Ballet music director.
Gorda, a ballet by a Georgian composer Davit Toradze, was first performed at the Tbilisi Opera and Ballet Theatre in 1949 by Vakhtang Chabukiani. The legendary dancer and choreographer played the title role in this ballet. In 1996 Zurab Kikaleishvili a ballet master and choreographer, revived the ballet.Gorda has been on the stage of the Tbilisi Opera and Ballet Theater for decades.
The premiere - February 12, 13 and 14, 2016 on the stage of the renewed State Opera House of Georgia.