„გორდა“ პრემიერა განახლებულ ოპერისა და ბალეტის თეატრში

13.02.2016 03:05

12 თებერვალს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საბალეტო დასმა წარმოადგინა დავით თორაძის „გორდა“ (ქორეოგრაფი ვახტანგ ჭაბუკიანი). საბალეტო წარმოდგენის დაწყებამდე, თეატრის ცისფერ დარბაზში გაიმართა გამოფენა, რომელიც ასახავდა ბალეტ „გორდას“ ისტორიას. „გორდა“ საბალეტო დასის ხელმძღვანელის ნინო ანანიაშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით აღდგა. ბალეტის ახალ რედაქციაზე მუშაობდნენ საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორები; დეკორაციები დავით მონავარდისაშვილს, ხოლო კოსტიუმები ანა კალატოზიშვილს ეკუთვნის. „გორდას“ რევაზ ტაკიძემ უდირიჟორა. ცნობილი ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის ბალეტი ვახტანგ ჭაბუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1949 წელს დადგა. მთავარ როლს ამ ბალეტში ლეგენდარული მოცეკვავე და ქორეოგრაფი თავად ასრულებდა. „გორდა“ ათეული წლების განმავლობაში იყო წარმოდგენილი თეატრის რეპერტუარში. მისი აღდგენა ბოლოს 1996 წელს მოხდა ზურაბ კიკალეიშვილის მიერ. ბალეტ „გორდას“ პრემიერები, ასევე 13 და 14 თებერვალს გაიმართება. პრემიერას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო