რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყოველივე გააკეთეთ უფალ იესოს სახელით და მის მიერ მადლობდეთ ღმერთს.

03/03/2022
levani petriashvili-ის მიერ

ვულგატა: 12 gratias agentes Deo Patri, qui dignos nos fecit in partem sortis sanctorum in lumine 13 qui eripuit nos de potestate tenebrarum, et transtulit in regnum filii dilectionis suae, 14 in quo habemus redemptionem per sanguinem eius, remissionem peccatorum, 15 qui est imago Dei invisibilis, primogenitus omnis creaturae 16 quoniam in ipso condita sunt universa in caelis, et in terra, visibilia, et invisibilia, sive throni, sive dominationes, sive principatus, sive potestates: omnia per ipsum et in ipso creata sunt: 17 et ipse est ante omnes, et omnia in ipso constant. 18 Et ipse est caput corporis Ecclesiae, qui est principium, primogenitus ex mortuis: ut sit in omnibus ipse primatum tenens: 19 quia in ipso complacuit, omnem plenitudinem inhabitare: 20 et per eum reconciliare omnia in ipsum, pacificans per sanguinem crucis eius, sive quae in terris, sive quae in caelis sunt.

თარგმანი: ვმადლობდეთ მამა ღმერთს, რომელმაც ღირსი გაგვხადა წმიდათა სიმრავლის ზიარებისა, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი ძის სასუფეველში, რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვათა მიტევება, რომელიც არის ხატება უხილავი ღმერთისა, პირმშო ყოველთა ქმნილებათა შორის, რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა. ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას. და ის არის ეკლესიის სხეულის თავი, რომელიც არის დასაწყისი, პირმშო მკვდრეთით, რათა იყოს უპირატესი ყველაფერში. რადგან მას ესიამოვნა მთელი სისრულით ცხოვრება, რათა მისი მეშვეობიი, შემოერიგებინა ყოველი და მისი ჯვრის სისხლით დაეცხრო ყველაფერი - მიწიერიც და ზეციერიც.

ვინ გვიხსნაო რას წერს პავლე, იესომ გვიხსნაო? იესო ხომ ქრისტეა, ქრისტე ნიშნავს მხსნელს ხომ? ის არის აღმასრულებელი ამ ხსნის და არა თავად ხსნა, ამიტომ ჰქვია მხსნელი. ებრაელთა მიმართ 10:19_21 ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს სითამამე საწმიდარში შესვლისა იესოს სისხლის მეოხებით, ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა მან ფარდით, ესე იგი თავისი ხორცით, და გვყავს მღვდელმთავარი ღვთის სახლში. _ იეშუა ანუ ხსნა, ის არის ღმერთის შვილი და არა თავად ღმერთი! მამა ღმერთმა მასში გვიშვილა. ღვთისმსახურება ეს იესოს შესახებ სწავლების გავრცელებაა. ეს ორი ერთად არიან, ერთად მოქმედებენ, საერთო მიზანი აქვთ, რაც სურს მამას იგივე სურს ძეს, მაგრამ მამა უპირატესია, რადგან იყო დრო როცა ძე არ იყო და იყო მხოლოდ მამა, რადგან თავად სიტყვა ამბობს: ადონაი შემქმნა მე (იგ. 8:22). ამიტომ ერთმნებებობა არ აისახება მოქმედებათა ცვლილებებით, არამედ საერთო მიზნისთვის ისინი ერთად ქმნიან, ერთი ქმედებაა, რადგან რასაც მამა აკეთებს არც მსგავსადვე აკეთებს და ეს მამისგან ისწავლა რადგან მამამ შეასწავლა მას ოსტატობა როგორც ხუროთმოძღვარმა. ამიტომ ძეზე ითქმის, მამის დიდების ხატება, სწორება, და ღვთის სიბრძნის სრული გადმოღვრაა, ვინც უსმენს ძეს, უსმენს მამას, ვისაც არ სწამს ძე უფალი იესო ქრისტე მას არ სწამს იესო ქრისტეს მამა ანუ შემოქმედი ღმერთი, იესო არის გზა ღმერთამდე მისასვლელად.

გეუბნება იესო შობილიაო, მამა უშობელიო, ღმერთის ბუნება თუ უშობელია აბა როგორაა ძე ღმერთი? თან ღმერთი თუ ერთია და ესაა მამა, მაშინ ღმერთს სხვა მამა ყავს კიდე? ღმერთის მამა ღმერთია? შეიძლება რომ ღმერთი იყოს შობილი ვინმესგან?

რადგანაც მოკვდით და თქვენი სიცოცხლე ქრისტესთან ერთად დაიფარა ღმერთში (კოლ. 3:3). ქრისტესთან ერთადო და თუკი თვითონაა ღმერთი რომელ ღმერთში დაიფარა?

რასაც არ უნდა აკეთებდეთ სიტყვით თუ საქმით, ყოველივე გააკეთეთ უფალ იესოს სახელით და მის მიერ მადლობდეთ ღმერთს (კოლ. 3:17). არ წერია მადლობდეთ მას როგროც ღმერთს, არამედ მის მიერ მადლობდეთ ღმერთსო ანუ მამას.

ვიდეოები „levani petriashvili"-ისგან