კონფერენცია ყაზახეთში

21.11.2013 04:14

ქალები, მსოფლიო და უსაფრთხოება - ეს იმ საერთაშორისო კონფერენციის სახელია, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ, ალმა-ატაში გაიმართა. შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ეუთოს ერთობლივი ინიციატივით იყო ორგანიზებული. შეხვედრას საქართველოდან სამი წარმომადგენელი, ელენე რუსეცკი, დალი ხომერიკი და გალინა პეტრიაშვილი ესწრებოდნენ. ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა დამსწრეებს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებული დაძაბული ფონი და ის გამოწვევები გააცნო, რომლის წინაშეც არამხოლოდ, აქ მცხოვრები ქალები დგანან. კონფერენციის კიდევ ერთი მონაწილე საქართველოდან, დალი ხომერიკია. ის აქტიურად იყო ჩართული ჟენევის დისკუსიათა ფორმატშიც. ხომერიკი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები, საქართველომ, ტრიბუნად უნდა გამოიყენოს და საერთაშორისო საზოგადოებამდე კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთა პრობლემები მიიტანოს. კონფერენციაზე გაეროს 1325 რეზოლუციის ის სამუშაოებიც შეაჯამეს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში, გარკვეულ ეტაპებზე განხორციელდა. რეზოლუციის ფარგლებში ქვეყნები ეროვნულ სამოქმედო გეგმას იღებენ. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესების წარმატებით განხორციელებაში, საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ლიდერია. კონფერენციას, საქართველოს გარდა, ყაზახეთის, ავსტრიის, ავღანეთის, ტაჯიკეთის, უკრაინის, ამერიკისა თუ რუსეთის დელეგაციებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის ქართველი მონაწილეები ამბობენ, რომ მიღებული რეკომენდაციები, მნიშვნელოვან ხასიათს ატარებს. @vasasi | http://fb.com/vasasisblog http://www.vasassi.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

21 11 13 კონფერენცია ყაზახეთში
04:14

21 11 13 კონფერენცია ყაზახეთში

WIC ORG

ნბრ-ს ლიდერების დაჯილდოების ცერემონია ტელევიზიაში
01:23:50

ნბრ-ს ლიდერების დაჯილდოების ცერემონია ტელევიზიაში

Союз Национальных бизнес-рейтингов

1-2  ნაწილი: კონფერენცია თემაზე: ბიოლოგიური საფრთხეები და ჩვენი მომავალი, 03.07.22
01:06:54

1-2 ნაწილი: კონფერენცია თემაზე: ბიოლოგიური საფრთხეები და ჩვ...

PK TV2

ნბრ-ს ლიდერების დაჯილდოების ცერემონია ტელევიზიაში
02:30

ნბრ-ს ლიდერების დაჯილდოების ცერემონია ტელევიზიაში

Союз Национальных бизнес-рейтингов

#ნაშუადღევს  „სმენის დაზიანება - გლობალური გამოწვევა და სახელმწიფოს როლი“
22:13

#ნაშუადღევს „სმენის დაზიანება - გლობალური გამოწვევა და სახე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეს სწორედ ახლა ხდება! 128 ქვეყანა თავდასხმის ქვეშაა, მაგრამ ეს კიდევ უფრო გაუარესდება
11:50

ეს სწორედ ახლა ხდება! 128 ქვეყანა თავდასხმის ქვეშაა, მაგრამ...

შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო

კლიმატი არავის ზოგავს. ვულკანური საფრთხე ევროპაში. უმოწყალო წყალდიდობა ინდოეთში, ავსტრალიაში
32:32

კლიმატი არავის ზოგავს. ვულკანური საფრთხე ევროპაში. უმოწყალო...

შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო

ნათია მიქელაძემ საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
01:10

ნათია მიქელაძემ საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენციაში მიიღ...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ყველა ვიდეო