ნბრ-ს ლიდერების დაჯილდოების ცერემონია ტელევიზიაში


30 დეკემბერს წარმატებულმა კომპანიებმა, რომლებმაც ბიზნეს-რეიტინგების ტოპ-ადგილები დაიკავეს, „ეკა ხოფერიას თოქ-შოუს“ საშობაო გადაცემაში ინტეგრირებული დაჯილდოების ცერემონიის გადაღების დროს პრესტიჟული ჯილდოები მიიღეს.

გადაღება ჩატარდა AmbasadoriKachretiGolfResort-ში – თბილისთან ახლოს თვალწარმტაც ადგილას მდებარე ბრწყინვალე სასტუმროში. გადაცემა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2017 წლის 4 იანვარს გავა.

ლიდერის სტატუსის მფლობელები

ნბრ კავშირის მონაწილე ქვეყნების ეკონომიკის ლიდერთა დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოში ჩამოვიდნენ სხვადასხვა დარგის მსხვილი ბიზნესისა და მცირე და საშუალო საწარმოების ხელმძღვანელი პირები და საუკეთესო სპეციალისტები, მათ შორის სურსათის წარმოების, რითეილის, მშენებლობისა და ლოგისტიკის, მედიცინის და განათლების დარგების წარმომადგენლები.

მიღებული ჯილდოები — საერთაშორისო ბიზნეს-საზოგადოების მიერ წარმატების აღიარებაა. ისინი ადასტურებენ ღირსეულ ეკონომიკურ შედეგებს, ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილ წვლილს და მისი მაცხოვრებლების კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ყაზახეთში ნბრ - რეიტინგების გამარჯვებულთა გამოვლენისას ითვალისწინებენ საფინანსო-სამეურნეო (საქმიანობის ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა „ზოგადი გადასახადი“, „ზრდის ტემპი“, „განვითარების დინამიკა“ და ა.შ.

ატმოსფერო

ცერემონიის მონაწილეების წინაშე წარსდგნენ ცნობილი ქართველი მომღერლები და მსახიობები: ლელა წურწუმია, ნინო ჩხეიძე, თემურ თათარაშვილი, მაკა ზამბახიძე, ჯგუფი რეზო \u0026 ბავშვები, ნუცა ბუზალაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ქეთი ფარესაშვილი, დათუნა სირბილაძე და სხვები.

ღონისძიება ჩატარდა საზეიმო და მეგობრულ გარემოში. ბანკეტის დროს მონაწილეები გაესაუბრნენ ერთმანეთს არაფორმალურ გარემოში. წარმატებული ბიზნესის წახალისების გარდა ნბრ-ს კავშირი ცდილობს მეწარმეთა მოტივირებას უფრო უკეთესი შედეგების მიღწევაზე, (საქმიანობის და საგარეო ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე.

ხელმძღვანელთა უმეტესობა ჩამოვიდა ცერემონიაზე თავის საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად. ინდივიდუალური ჯილდოები და უმაღლესი დონის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობა - ღირსეული წახალისებაა კიდევ უფრო მაღალი შედეგების მისაღწევად და სტიმულია არა მხოლოდ თვით დაჯილდოვებულისთვის, არამედ მისი კოლეგებისთვისაც.

ვრცლად: http://nbr.com.ge/ceremonies/1287-201...

გეპატიჟებით ნაციონალურ ბიზნეს–რეიტინგების კავშირის უახლოეს ღონისძიებებზე (2017 წლის):

3 მარტს – ყაზახეთი – საერთაშორისო ბიზნეს-კონფერენცია და ნბრ კავშირის მონაწილე ქვეყნების ეკონომიკის ლიდერთა დაჯილდოების ХХХVI ცერემონია

21 აპრილი – რუსეთი – პრაქტიკული კონფერენცია \"გენერელური დირექტორის დღე\" და ეკონომიკის ლიდერთა დაჯილდოების ცერემონია

23 ივნისი – საქართველო – ნბრ კავშირის ქვეყნების ეკონომიკის ლიდერთა XXXVIII საზეიმო დაჯილდოების ცერემონია

14 ივლისი – უკრაინა – ნბრ კავშირის ქვეყნების ეკონომიკის ლიდერთა XXXIX საზეიმო დაჯილდოების ცერემონია