გიორგი კვირიკაშვილი - ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესია
არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. პრემიერის თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება მმართველობის რეფორმა იქნება, რაც გამჭვირვალობის ზრდას და მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს. „ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო გამჭვირვალე იყოს მმართველობა საქართველოში და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლების ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კიდევ უფრო მაღალი იყოს. მინდა, ვისაუბროთ გულწრფელად, გულახდილად ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენთვის აქტუალურია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერმა არასამთავრობოებს მიაწოდა ინფორმაცია იმ ინტენსიური პროცესის შესახებ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ ყოველდღიურად, ყველა მინისტრი ერთობლივად განიხილავს თითოეული სამინისტროს პროექტების პორტფელს, რის შემდეგაც ხდება მათი პრიორიტეტიზაცია. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში გაიმართება ერთობლივი პრეზენტაცია ყველა სამინისტროს განხრით, რას თვლის მთავრობა ყველაზე უფრო პრიორიტეტულად. ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/432af
Giorgi Kvirikashvili-ის სხვა ვიდეოები
05:10
„დროის კაფსულის“ ჩადების საზეიმო ცერემონია
11:45
პრემიერ-მინისტრის და ევროკომისრების ერთობლივი განც...
01:20
მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მი...
01:49
ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ს...
05:39
,,სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტი...
22:47
პრემიერის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლე...
00:51
მცხეთის კულტურის ცენტრის გახნის ცერემონია
05:00
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ფორუმს დაესწრო
მსგავსი ვიდეოები
პრემიერ-მინისტრმა ბიზნესს ახალი ინიციატივები გააცნო
Giorgi Kvirikashvili
საჯარო დიალოგი მრგვალი მაგიდის ფორმატში
Giorgi Kvirikashvili
ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში
არჩევნები 2016
ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია
Giorgi Kvirikashvili
გიორგი კვირიკაშვილის და დონალდ ტუსკის ერთობლივი განცხადებები
Giorgi Kvirikashvili
შეხვედრა ვაკის ამომრჩეველთან
Giorgi Kvirikashvili
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა პედაგოგებთან
Giorgi Kvirikashvili
უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება
Giorgi Kvirikashvili