პრემიერ-მინისტრმა ბიზნესს ახალი ინიციატივები გააცნო

18.01.2016 08:48

მოგების გადასახადისგან გათავისუფლება და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრა; ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და მთელი მთავრობისთვის ერთიანი ე.წ Front ოფისის შექმნა, - ახალი ინიციატივები ბიზნესს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს პირადად გააცნო. პრემიერი 20-მდე ბიზნესასოციაციის წარმომადგენელს იმ უმთავრეს პრიორიტეტებზე ესაუბრა, რომლებზეც მთავრობა უახლოეს მომავალში, დროში გაწერილ სამოქმედო გეგმას წარადგენს. სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, პრიორიტეტულია საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ასევე - რეგიონების განვითარება და საგანმანათლებლო სისტემის რეფორმა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლების გადაწყვეტილებები უნდა იყოს გამოძახილი იმისა, რა სჭირდება დღეს ქვეყანას, ეკონომიკას, თითოეულ ეკონომიკურ სუბიექტს. „მინდა, ყველა თქვენგანი გრძნობდეს, რომ არის მნიშვნელოვანი ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, – მიმართა პრემიერმა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს. · საქართველოში დაინერგება საგადასახადო რეფორმის ესტონური მოდელი, რომელიც მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრას გულისხმობს; · იგეგმება - საგადასახადო-ადმინისტრაციული ორგანოების მუშაობის მაქსიმალური რეგლამენტირება, რათა თითოეული შემოწმება დროში იყოს შემოფარგლული; · პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობა მუშაობს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტზე, რათა, ეკონომიკური დანაშაულისას, თავიდან იყოს აცილებული წინასწარი პატიმრობები; · განხორციელდება საგამოძიებო სამსახურის მოქმედების მაქსიმალური რეგლამენტაცია; · დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნება სტარტაპების დაფინანსების მექანიზმები. ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/index.php?lang_id=GEO\u0026s...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პრემიერი უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების პროცესით დაინტერესდა
01:38

პრემიერი უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებ...

Georgian Government

სოფლის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია
06:28

სოფლის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია

Giorgi Kvirikashvili

კორონავირუსი - საკოორდინაციო საბჭოს სხდომა
09:28

კორონავირუსი - საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღო
04:39

მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები...

Georgian Government

#ბიზნესპარტნიორი - საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ახალი მენეჯმენტი ჰყავს #LIVE
30:33

#ბიზნესპარტნიორი - საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ახალი მენეჯ...

პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი

პრემიერ-მინისტრი ამბროლაურში

პრემიერ-მინისტრი ამბროლაურში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში
11:34

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერმა სვანეთის განვითარების გეგმაზე ისაუბრა
02:43

პრემიერმა სვანეთის განვითარების გეგმაზე ისაუბრა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო