კორონავირუსი - საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

18.03.2020 09:28

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბიზნესის ინიციატივების კოორდინაციის მიზნით, ბიზნესომბუდსმენის ხელმძღვანელობით, სპეციალური პლატფორმა იქმნება. ახალი პლატფორმის დაარსების მიზანი კრიზისით მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაა. ამ ფორმატში პირველი შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან მიხეილ დაუშვილმა უკვე გამართა. გარდა ამისა, კორონავირუსთან დაკავშირებით, მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, მეტი ეფექტიანობისთვის თემატურ ჯგუფებად დაიყო.  ჯანდაცვის, ეკონომიკური და სამართალდაცვითი ჯგუფების შეხვედრები, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ცალ-ცალკე რეგულარულად გაიმართება. ახალი ფორმატით პირველი შეხვედრები უკვე გაიმართა. სალომე ქოქიაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის, რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ამ თემატურ ჯგუფებში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო