„ეს საქართველოა“ „საქართველოს სულიერი საგანძურის ანთოლოგია“ პირველი წიგნის პრეზენტაცია 21 სექტემბერს, კულტურის სამინისტროში „საქართველოს სულიერი საგანძურის ანთოლოგიის“ - პირველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორი იამზე გვათუა, ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის დირექტორი ზურაბ წერეთელი, ასევე თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და პროექტის ავტორები უძღვებოდნენ. „საქართველოს სულიერი საგანძურის ანთოლოგიის“ პირველი ნაწილი - „ეს საქართველოა“ შედგება ინგლისურ და ქართულენოვანი წიგნისა და დისკისგან. დასურათებულ წიგნში თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ქვეყნის ეთნოგრაფიული კუთხეების შესახებ. ხოლო დისკზე პროგრამული უზრულნველყოფის მეშვეობით ქართული ტრადიციული ფოლკლორული სიმღერების შესწავლაა შესაძლებელი. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, ასევე ქალაქ თბილისის საკრებულოს მხარდაჭერითა და ორგანიზაცია „არტ-ჯორჯიას“ ინიციატივით განხორციელდა.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045