აფხაზურენოვანი წიგნები

02/14/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა ორი აფხაზურენოვანი წიგნის პრეზენტაცია. სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით აფხაზურ ენაზე გამოიცა აკაკი წერეთლის „გამზრდელი\" და მწერლისა და პოეტის დიმიტრი გულიას კრებულის „ლექსები და შაირები\" რეპრინტი.

კრებულში „ლექსები და შაირები\" წარმოდგენილია აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას მიერ 1912 წელს თბილისში გამოცემული ორიგინალური მხატვრული ნაწარმოებების პირველი გამოცემის სკანირებული ვერსია და ამ ვერსიის თანამედროვე აფხაზურ ანბანზე ადაპტირებული ვარიანტი. დიმიტრი გულიას ეს კრებული პირველად სწორედ 1912 წელს დაიბეჭდა და ამ წიგნით საფუძველი ჩაეყარა აფხაზურ მხატვულ ლიტერატურას. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს სოხუმის სახელმწიფი უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის უმცროსმა მეცნიერმა თანამშრომლებმა სოფიკო ჭაავამ და თამარ გითოლენდიამ. პროექტის ხელმძღვანელია სრული პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე.

აკაკი წერეთლის „გამზრდელი\" პირველი ილუსტრირებული საბავშვო გამოცემაა აფხაზურ ენაზე. პროექტის იდეის ავტორი და რედაქტორია პროფესორი სალომე კაპანაძე, გამოცემას კორექტირება აფხაზოლოგმა ესმა კოკოსკირმა გაუკეთა, ილუსტრაციის ავტორია მხატვარი ელდარ ქავშბაია.

ქართული ნაწარმოებები აფხაზურ ენაზე ადრეული პერიოდიდან ითარგმნებოდა და დიდ ინტერესსაც იმსახურებდა. ამ პროექტის მიზანია აღდგეს და გაგრძელდეს ქართული ნაწარმოებების თარგმნა აფხაზურ ენაზე.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან