აფხაზურენოვანი წიგნები
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა ორი აფხაზურენოვანი წიგნის პრეზენტაცია. სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით აფხაზურ ენაზე გამოიცა აკაკი წერეთლის „გამზრდელი" და მწერლისა და პოეტის დიმიტრი გულიას კრებულის „ლექსები და შაირები" რეპრინტი. კრებულში „ლექსები და შაირები" წარმოდგენილია აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას მიერ 1912 წელს თბილისში გამოცემული ორიგინალური მხატვრული ნაწარმოებების პირველი გამოცემის სკანირებული ვერსია და ამ ვერსიის თანამედროვე აფხაზურ ანბანზე ადაპტირებული ვარიანტი. დიმიტრი გულიას ეს კრებული პირველად სწორედ 1912 წელს დაიბეჭდა და ამ წიგნით საფუძველი ჩაეყარა აფხაზურ მხატვულ ლიტერატურას. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს სოხუმის სახელმწიფი უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის უმცროსმა მეცნიერმა თანამშრომლებმა სოფიკო ჭაავამ და თამარ გითოლენდიამ. პროექტის ხელმძღვანელია სრული პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე. აკაკი წერეთლის „გამზრდელი" პირველი ილუსტრირებული საბავშვო გამოცემაა აფხაზურ ენაზე. პროექტის იდეის ავტორი და რედაქტორია პროფესორი სალომე კაპანაძე, გამოცემას კორექტირება აფხაზოლოგმა ესმა კოკოსკირმა გაუკეთა, ილუსტრაციის ავტორია მხატვარი ელდარ ქავშბაია. ქართული ნაწარმოებები აფხაზურ ენაზე ადრეული პერიოდიდან ითარგმნებოდა და დიდ ინტერესსაც იმსახურებდა. ამ პროექტის მიზანია აღდგეს და გაგრძელდეს ქართული ნაწარმოებების თარგმნა აფხაზურ ენაზე. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
აფხაზურენოვანი წიგნები
culturegovge culturegovge
აფხაზურენოვანი წიგნები
culturegovge culturegovge
წიგნის პრეზენტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ ფოტოტიპური გამოცემა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურენოვანი გამოცემის წარდგინება
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
იუსტიციის სახლის ვებგვერდს დღეიდან აფხაზურენოვანი ვერსია შეე...
Tv Dia
#დღისკოდი ლიტერატურა და მსახიობი / ქართულ-ოსური ლიტერატურული...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ნაშუადღევს „ჯაკომო პონტი“ - ახალი თარგმანები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster