გერმანე გოგიტიძის წიგნის ''ქართული კინოს წარსულიდან'' პრეზენტაცია

10/09/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

8 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ეროვნული არქივის ხელშეწყობით, სამინისტროს დარბაზში გაიმართა გერმანე გოგიტიძის წიგნის „ქართული კინოს წარსულიდან\" პრეზენტაცია.

გერმანე გოგიტიძე (1886-1960) ცნობილი ქართველი კინოპროდიუსერის თაოსნობით, 1916--1918 წლებში, ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო პირველი მხატვრული ფილმი „ქრისტინე\".
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გამომცემლობის „საგა\" მიერ გამოცემული წიგნი აერთიანებს გოგიტიძის გამოუქვეყნებელი კინომემუარების თარგმანს, კრიტიკულ წერილებს და საარქივო მასალებს 19 ფოტოთი. გამოცემას დართული აქვს გოგიტიძის სრული ბიოგრაფია, რომელიც აღწერს მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის აქამდე უცნობ ფაქტებს. ეს წიგნი არის პირველი მონოგრაფია ქართული კინოწარმოების პიონერზე, რისი საშუალებითაც საზოგადოება კიდევ უფრო ახლოს გაიცნობს ქართული კინოს ისტორიის საწყის ეტაპებს.
პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნა გერმანე გოგიტიძის ორგანიზებით გადაღებული ქრონიკების ამსახველი კინომასალა -- „1919 წლის 26 მაისი\", „1920 წლის 26 მაისი\", სადაც წარმოდგენილია საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართული ზეიმის დოკუმენტური კადრები.
ღონისძიებას დაესწრნენ კინოხელოვანები, მწერლები, მსახიობები, კინოკრიტიკოსები, რეჟისორები და სხვა მოწვეული სტუმრები.

http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან