იუნესკომ მცხეთის ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით განსაკუთრებული პროგრესი რეზოლუციით დააფიქსირა
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ანგარიში წარადგინა სახელმწიფოს მხრიდან ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესის შესახებ. მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, იკომოსის და კომიტეტის წევრი ქვეყნების მიერ უაღრესად პოზიტიურად შეფასდა ქვეყნის მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის მიმართულებით განხორციელებული თანმიმდევრული პოლიტიკა, რის შედეგადაც კომიტეტის რეზოლუციაში მკაფიოდ აღინიშნა, რომ 2016 წელს, მომდევნო სესიაზე, კომიტეტი გარანტირებულად განიხილავს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან მცხეთის ისტორიული ძეგლების ამოღების საკითხს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სესიას საქართველოდან ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი პირველად დაესწრო. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ბონში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიას ესწრებიან. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
მცხეთის გენერალური გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მცხეთის ისტორიულ ძეგლებს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭა...
culturegovge culturegovge
მცხეთის ძეგლები Unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხა...
culturegovge culturegovge
მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირ...
culturegovge culturegovge
მცხეთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნ...
culturegovge culturegovge
მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლ...
culturegovge culturegovge
ბაგრატი
culturegovge culturegovge