მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიცირებითა და საქართველოს მთავრობის ერთიანი გადაწყვეტილებით, ისტორიული მცხეთის გადარჩენისა და განვითარებისთვის, მსოფლიო მემკვიდრეობის ქართული ძეგლის განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით, ქალაქ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ურთიერთთანამშრომლობის პრიორიტეტია მცხეთის ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებთან ურბანული პროცესების ჰარმონიზება და ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ ლანდშაფტთან თავსებადი განვითარების ხელშეწყობა, რაც საფუძვლად დაედება საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის - მცხეთის ისტორიული ძეგლების იუნესკოს ძირითად ნუსხაში, საპატიო საერთაშორისო სტატუსის აღდგენას. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, ისტორიული მცხეთის დაცვისა და განვითარებისთვის გასული ორი წლის განმავლობაში განხორციელდა მცხეთის კულტურული ლანდშაფტის კვლევა და მომზადდა - ისტორიულ მცხეთაში განხორციელებული ახალმშენებლობების კულტურულ მემკვიდრეობაზე ზემოქმედების შეფასებითი დოკუმენტი. მცხეთის თვითმმართველობის მიერ მზადების პროცესშია მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელშიც ინტეგრირებული იქნება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაცია და მოთხოვნები. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მცხეთა
culturegovge culturegovge
მცხეთა
culturegovge culturegovge
მცხეთაში მიმდინარე სამუშაოები
culturegovge culturegovge
მცხეთაში მიმდინარე სამუშაოები
culturegovge culturegovge
მცხეთაში მიმდინარე სამუშაოები
culturegovge culturegovge
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში შემავალი დიდი მცხეთის არქ...
Georgian heritage
მცხეთის ძეგლები Unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხა...
culturegovge culturegovge