მცხეთის ისტორიულ ძეგლებს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭათ

09.12.2016 01:37

8 დეკემბერს ქ. პარიზში, იუნესკოს ცენტრალურ ოფისში მცხეთის ისტორიულ ძეგლებს ჰააგის კონვენციის მეორე ოქმის თანახმად გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭათ. გადაწყვეტილება „შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ“ ჰააგის კონვენციის მეორე ოქმის კომიტეტის წევრი ქვეყნების მე-11 სხდომაზე მიიღეს. ამ სტატუსის მიხედვით,შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან საომარი მოქმედებების დროს უზრუნველყონ იმ კულტურული მემკვდრეობის ობიექტების დაცვა, რომელთაც მინიჭებული აქვთ გაძლიერებული დაცვის რეჟიმი; თავი შეიკავონ მათზე საომარი შეტევების განხორციელებისა და საომარ ოპერაციებში ამ ობიექტების ან მათი მიმდებარე ტერიტორიის გამოყენებისაგან. კომიტეტის შეფასებით, საქართველოს მხარის მიერ მომზადებული განაცხადი „მცხეთის ისტორიული ძეგლებისათვის გაძლიერებული დაცვის სტატუსის მინიჭების შესახებ“, აკმაყოფილებს კონვენციითა და მისი მეორე ოქმით გათვალისწინებულ ყველა პირობას, რაც მისთვის გაძლიერებული დაცვის სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა. ჰააგის კონვენციის მეორე ოქმის თანახმად, შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობებზე შესაძლებელია გავრცელდეს გაძლიერებული დაცვის რეჟიმი იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: • წარმოადგენს კაცობრიობისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე კულტურული ფასეულობის მქონე მემკვიდრეობას; • აღიარებულია განსაკუთრებული კულტურული და ისტორიული ღირებულების მქონე ქონებად შიდა საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ნორმების შესაბამისად, რომლებიც უზრუნველყოფს ამ ქონების მაღალ დონეზე დაცვას; • არ გამოიყენება სამხედრო მიზნებისათვის ან სამხედრო ობიქტების დაფარვის მიზნით და არსებობს კულტურულ ფასეულობებზე მაკონტროლებელი მხარის განცხადება, რომ ეს ქონება არ იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნით. დღეს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მსოფლიოში მხოლოდ 10 ობიექტს აქვს მინიჭებული. მათ შორისაა ქალაქი პაფოსი ( კვიპროსი), ციხე-სიმაგრე ‘Castel de monte” (იტალია) შირვანშაჰის სასახლე ( აზერბაიჯანი) და სხვა. განაცხადი, რომელის ავტორსაც წარმოადგენს საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი - ნინო ჭანიშვილი, მომზადდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტოს, თავდაცვის სამინისტოსა და იუსტიციის სამინისტროს უშუალო მონაწილეობით. http://culture.gov.ge/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მცხეთის ისტორიულ ძეგლებს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭა
02:46

მცხეთის ისტორიულ ძეგლებს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მცხეთის ისტორიულ ძეგლებს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭა
01:28

მცხეთის ისტორიულ ძეგლებს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნდა
03:03

მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირ...

culturegovge culturegovge

მცხეთის ძეგლები Unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნდა
04:06

მცხეთის ძეგლები Unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხა...

culturegovge culturegovge

იუნესკომ მცხეთის ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით განსაკუთრებული პროგრესი რეზოლუციით დააფიქსირა
04:36

იუნესკომ მცხეთის ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით განსაკუთრებ...

culturegovge culturegovge

მცხეთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნდა
01:27

მცხეთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნ...

culturegovge culturegovge

მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირება
01:06

მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლ...

culturegovge culturegovge

მცხეთის გენერალური გეგმა
02:57

მცხეთის გენერალური გეგმა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო