ბაგრატი

01/14/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

ვიზიტის ფარგლებში, 8 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი პარიზში, იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილე ფრანჩესკო ბანდარინის შეხვდნენ.

შეხვედრაზე ბაგრატის საკითხიც განიხილეს. იუნესკოში აღინიშნა, რომ ბაგრატის განახლების პროექტი არ იყო მათთან შეთანხმებული; არ იქნა დაცული რეკონსტრუქციის კრიტერიუმები, რაც ტაძრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოვარდნას გამოიწვევს. ბანდარინიმ აღნიშნა, რომ დაირღვა ძეგლის ავთენტურობა და როგორც თვითმყოფადი ნიმუში, ის ნუსხაში ვეღარ დარჩება. ფრანჩესკო ბანდარინი ქართულ მხარეს ერთგვარი კომპორმისული ფორმის მოძიებას სთავაზობს...

მარინე მიზანდარის განმარტებით, შესაძლოა მოხდეს ახალი საზღვრების დადგენა გელათის ნომინაციაში, სადაც აქცენტი უდაოდ გადავა გელათზე, ხოლო ბაგრატი დიდი ძალისხმევის შედეგად, შესაძლოა მოექცეს მის არეალში, იგულისხმება არა მხოლოდ გეოგრაფიული არეალი, არამედ ისტორიულ-მხატვრული ღირებულებები და სხვა უამრავი საკითხი, რითაც საქართველო ბაგრატის დაცვას შეძლებს (რისთვისაც ძალიან საფუძვლიანი დასაბუთება, მტკიცებულება იქნება საჭირო))....

გურამ ოდიშარიას თქმით, ქართული მხარე შეეცდება ახალი დოკუმენტაციის მომზადებას და პირველ თებერვალს, იუნესკოს კომიტეტის სესიაზე წარდგენას.

გურამ ოდიშარიამ და მარინე მიზანდარმა შეხვედრა გამართეს იკომოსში (იკომოსი-ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭო). მინისტრი და მისი პირველი მოადგილე იკომოსის მსოფლიო მემკვიდრეობის პროგრამის დირექტორმა რეგინა დურიგელომ მიიღო. იკომოსშიც აქცენტი ბაგრატსა და მცხეთის ძეგლებზე გაკეთდა, საუბარი ასევე, შეეხო მომავალ თანამშრომლობასაც.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან