კონფერენცია სასაზღვრო რეგიონებში ტურისტული პოტენციალის შესახებ
28 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, რუსთავში პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისა და თანამშრომლობისათვის: ტურისტული პოტენციალის გაზრდა აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში“ - დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. პროექტი, რომელიც კოდის სათემო განათლების ცენტრმა, ევროკავშირის თანადაფინანსებით განახორცილელა მიზნად ისახავდა განჯა-გაზახსა და ქვემო ქართლში საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების შექმნას და საზღვრის ორივე მხარეს ტურისტული პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობას. დაიგეგმა და ჩატარდა თემატური ტრენინგები, განხორციელდა გაცვლითი ვიზიტები დელეგაციებს შორის, მხარეების ტურისტული პოტენციალის შესწავლისა და ურთიერთობების გაღრმავების მიზნით. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შეიქმნა 5 ტურისტული მარშრუტი, მათ შორის ორი ქვემო ქართლსა და გაჯნა-გაზახს შორის. ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, კახა კობერიძე და ზაურ დარგალი, დონორი ორგანიზაციების წარმომადგელნები, ბენეფიციარები საქართველოდან და აზერბაიჯანიდან, პროფესორები სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, ექსპერტები, მეწარმეები, გიდები, დაცული ტერიტორიების სააგენტოებისა და თემით დაინტერესებული ორგანიზაციის წევრები დაესწრნენ. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, კახა კობერიძემ, კონფერენციის მიმდინარეობისას, ქვემო ქართლის მრავალფეროვან ტურისტულ რესურსზე გაამახვილა ყურადღება და სფეროს განვითარების მიმართულებით არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა. #ქვემოქართლისრეგიონი2019 #ტურიზმისგანვითარება2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
საზღვრის მართვის სტრატეგია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 11:00 საათზე - 29 მარტი, 2024 წელი
TV IMEDI
1
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნატოს ხომალდებს მასპინძლობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო
კონფერენცია
odishitv
კონფერენცია
culturegovge culturegovge
კონფერენცია
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
მაია თათეშვილის ვიდეო რგოლი
მაია თათეშვილი