კონფერენცია

05.02.2013 01:21

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" "ტფილისის ჰამქარმა" გამართა კონფერენცია "ურბანული მემკვიდრეობა პრობლემები და პერსპექტივები". კონფერენცია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო პროექტის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა საქართველოში" ფარგლებში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, ურბანული მემკვიდრეობის ექსპერტები, არქიტექტორები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციის მიზანია შეაფასოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის კუთხით განხორციელებული პროცესები თბილისის, ბათუმის და თელავის მაგალითზე; წარმოაჩინოს არსებული პრობლემატიკა და პერსპექტივები ურბანული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, რათა ხელი შეეწყოს ისტორიული ქალაქების სწორი მართვის სისტემის შემუშავებას. კონფერენციის პარალელურად გაიმართა ფოტოგამოფენა "აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია". http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: