შინაგან საქმეთა სამინისტრო ნატოს ხომალდებს მასპინძლობს

07.04.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდებს მასპინძლობს. ფოთის პორტში ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) 4 ხომალდი შემოვიდა: ფლაგმანი ITS VIRGINIO FASAN (იტალია), HMCS FREDERICTON (კანადა), ROS REGINA MARIA (რუმინეთი) და BGS VERNI (ბულგარეთი). დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებში კი შენაერთის მეხუთე ხომალდიც TCG SALIHREIS (თურქეთი) ჩაერთვება. შენაერთის ვიზიტი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის მორიგ დადასტურებას. ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდები "ოჩამჩირე" [P23] და "დიოსკურია" [P25] და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. წვრთნების მიზანია ნატო-სა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება. შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გაუქმებულია საჯარო და კულტურული ღონისძიებები. შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში. ერთობლივი წვრთნები კი მოიცავს მხოლოდ ხომალდების მანევრებს ეკიპაჟების ურთიერთქმედების გარეშე. ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 10 აპრილს, ერთობლივი წვრთნების ჩატარების შემდეგ დატოვებენ. ეს მიმდინარე წელს შენაერთის პირველი ვიზიტია საქართველოში. 2019 წლის მანძილზე ნატოს ხომალდები საქართველოს პორტებს ორჯერ - აპრილსა და ოქტომბერში ესტუმრნენ. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნატოს ხომალდებს მასპინძლობს
02:44

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნატოს ხომალდებს მასპინძლობს

Bronxer_geo

სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ნატოს ხომალდებს მასპინძლობს
00:27

სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ნატოს ხომალდებს მასპინძლობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველო ნატოს ხომალდებს მასპინძლობს

საქართველო ნატოს ხომალდებს მასპინძლობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ამერიკული გემები ბათუმში
01:15

ამერიკული გემები ბათუმში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი საქართველოში ნატოს 5 ხომალდს მასპინძლობს
03:21

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი საქართველოში...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ბრიტანული ხომალდი შემოვიდა
01:41

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ბრიტანული ხომალდი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სანაპირო დაცვამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სწავლებაში ”Sea Breeze 2019”
02:16

სანაპირო დაცვამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სწავლებაში ”S...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა

საქართველოს სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდების ერთობლივი ს...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო