სანაპირო დაცვამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სწავლებაში ”Sea Breeze 2019”

21.07.2019 02:16

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკრაინის ქალაქ ოდესაში მონაწილეობა მიიღეს ორკვირიან საერთაშორისო სწავლებაში "Sea Breeze 2019". სწავლებაში ამავე დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი "ოჩამჩირეც" (P23) მონაწილეობდა. ღონისძიების მიზანი იყო პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სწავლების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა ცოდნა აიმაღლეს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მოქმედებების მიმართულებით. წვრთნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 21 თანამშრომელი იყო ჩართული. 3 მათგანი ადმინისტრაციული შტაბიდან ხომალდებს შორის კოორდინირებას, ძალთა მართვასა და კონტროლს ახორციელებდა. ამერიკული მხარის მიერ 2018 წელს გადმოცემული სადარაჯო ხომალდი "ოჩამჩირე" წელს აღნიშნულ წვრთნებში პირველად ჩაერთო. ყოველწლიური საერთაშორისო საზღვაო სწავლება "Sea Breeze 2019" ნატოს პროგრამის - „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის (USEUCOM) ორგანიზებით ჩატარდა. "SEA BREEZE" უკრაინაში 1997 წლიდან იმართება. წელს სწავლებაში ალიანსის წევრი და 19 პარტნიორი ქვეყნის 3 ათასზე მეტი მოსამსახურე, 32 მცურავი საშუალება და 24 საფრენი აპარატი მონაწილეობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი სწავლებაში 2009 წლიდან მონაწილეობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შსს-ს სანაპირო დაცვამ „სი ბრიზ 2019“-ში მონაწილეობა მიიღო

შსს-ს სანაპირო დაცვამ „სი ბრიზ 2019“-ში მონაწილეობა მიიღო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

MOE: ქობულეთის დაცული ტერიტორია
03:00

MOE: ქობულეთის დაცული ტერიტორია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან
01:48

MOE: შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღე
01:19

ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ორდღიანი ვიზიტი ბათუმში
01:03

MOE: ორდღიანი ვიზიტი ბათუმში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

5 ადამიანი,რომელიც ზვიგენის თავდასხმას გადაურჩა
04:06

5 ადამიანი,რომელიც ზვიგენის თავდასხმას გადაურჩა

bii hehe

დასუფთავების აქცია / Clean-up activity - Krtsanisi District
01:23

დასუფთავების აქცია / Clean-up activity - Krtsanisi District

GEOMEDI TV / გეომედი TV

საქართველოს სანაპირო დაცვა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლება SEA BREEZE 2021-ში მონაწილეობს
00:52

საქართველოს სანაპირო დაცვა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლება SE...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო