საქართველოს სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა. სწავლებებში მონაწილეობდა: აშშ-ის მიერ საქართველოსათვის გადმოცემული ხომალდები - „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“, ასევე, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის 5 ხომალდი - "FGS RHEIN" (გერმანია), "TCG ERDEMLI" (თურქეთის რესპუბლიკა), "BRG STIBAR" (ბულგარეთი), "ROS DIMITRIE NICOLESCUE" (რუმინეთი) და "SPS TURIA" (ესპანეთი). აღსანიშნავია, რომ „დიოსკურიამ“ და „ოჩამჩირემ“ მსგავს სწავლებებში პირველად მიიღეს მონაწილეობა. საზღვაო წვრთნები მოიცავდა ნატოს ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით ერთობლივ საზღვაო მანევრებს, ძებნა-გადარჩენის სწავლებებსა და ყოფილი ნაღმსაშიში საზღვაო რაიონების შემოწმებას. ერთობლივი სწავლებები ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა. წვრთნები მიზნად ისახავდა საქართველოს სანაპირო დაცვისა და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას. Facebook : / miaofgeorgia Twitter : / miaofgeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
საზღვაო სწავლება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-საქართველოს ერთობლივი საზღვაო წვრთნები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნატოს ხომალდებს მასპინძლობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ფოთის პორტში ნატო-ს ხომალდები შემოვიდნენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდების ერთობლივი წ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნატო-ს გემები ბათუმის ნავსადგურში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ამერიკული გემები ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster