საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ბრიტანული ხომალდი შემოვიდა

15.10.2020 01:41

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდს მასპინძლობს. გაერთიანებული სამეფოს დელეგაციას ხომალდის მეთაური, ჯაილს პალინი ხელმძღვანელობს. ბათუმის პორტში სტუმრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი - რამაზ პაპიძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი - არჩილ ჩიქოვანი და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი - ენტონი ბრამველი დახვდნენ. ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას და გაღრმავებას. ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდზე დაგეგმილია საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების ნატოს სერტიფიცირების პროგრამის მე-2 დონის (SEL-2) შეფასება. ხომალდი "HMS DRAGON" საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ტიპის გამანადგურებელია. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ეს გემის პირველი ვიზიტია. გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 18 ოქტომბერს დატოვებს. Facebook :   / miaofgeorgia   Twitter :   / miaofgeorgia   Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საქართველოს სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა

საქართველოს სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდების ერთობლივი ს...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ს ხომალდი შემოვიდა
00:54

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ს ხომალდი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საზღვაო სწავლება
00:39

საზღვაო სწავლება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ შემოვიდა
01:59

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალები...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ხომალდს \"HMS DRAGON\" ვუმასპინძლეთ
02:44

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ხომალდს "HMS DRAGON" ვუმასპინ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ფოთის პორტში ნატო-ს ხომალდები შემოვიდნენ
01:29

ფოთის პორტში ნატო-ს ხომალდები შემოვიდნენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ–ს ხომალდი „MOUNT WHITNEY“ შემოვიდა
02:41

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ–ს ხომალდი „MOUNT WHITNEY“...

MIA Border Police

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ხომალდები შემოვიდნენ
01:56

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო