საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ს ხომალდი შემოვიდა
საქართველოს ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები ეწვივნენ. აშშ-ს კუთვნილი ხომალდი „OAK HILL“ (LSD-51) ქალაქ ბათუმის ნავსადგურში 17 მარტს შემოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ხომალდის ეკიპაჟის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ასევე გაიმართა შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელ პირებთან და ქალაქ ბათუმის მერთან. აშშ-ის ხომალდზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის მონაწილეობით დაგეგმილია ერთობლივი წრთვნები (PASSEX) მალთაყვის მიმართულებით გადაადგილების დროს. ამერიკული ხომალდიდან დესანტირებისა და ამფიბიური მანევრების დემონსტრირება გაიმართება. ხომალდის ეკიპაჟის წევრებსა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის გაიმართება ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში. შემდეგ ამერიკელი სტუმრები ქართველ კოლეგებს საკუთარ ხომალდზე უმასპინძლებენ. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „OAK HILL“ (LSD-51) საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 20 მარტს დატოვებს. Facebook : https://www.facebook.com/miaofgeo Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ–ს ხომალდი „MOUNT WHITNEY“...
MIA Border Police
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალები...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
„პორტერი“ ბათუმში და „შეკავების პოლიტიკა“ შავ ზღვაზე
ამერიკის ხმა
საზღვაო სწავლება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"დონალდ კუკის“ დაბრუნება 12 წლის შემდეგ
ამერიკის ხმა
საქართველოს სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდების ერთობლივი ს...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამერიკული ხომალდის შემოსვლა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster