ამერიკული ხომალდის შემოსვლა

04.05.2021 01:27

ბათუმში შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდი შემოვიდა. ამერიკულ დელეგაციას პორტში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დახვდნენ. ვიზიტის მიზანია აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცება. ნავსადგურში შემოსვლამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გაიმართა ერთობლივი საზღვაო წვრთნები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო