პრეზიდენტი ელჩების კონფერენციაზე არ მივიდა - გამოხმაურება
რატომ არ დაესწრო ელჩების კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი. პოლიტიკური სპექტრი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას აფასებს. კონფერენციაში სახელმწიფოს მეთაურის მონაწილეობა განსაზღვრული იყო. პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საკითხზე განმარტებას განცხადების სახით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უხეშად დაირღვა პროტოკოლი. „დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა. ამგვარ დარღვევას, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არ განსაზღვრაში. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოების ინფორმირებას პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით. მთავრობის მიერ საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნის და გათავისუფლების საკითხთან მიმართებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ სარჩელის შეტანიდან ექვსი თვის თავზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არანაირი ინფორმაცია გააჩნია აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით. ბუნდოვანება, რომელიც აღნიშნულმა საკონსტიტუციო სარჩელმა პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებთან მიმართებით შექმნა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვს დროულ აღმოფხვრას“, - ნათქვამია განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრეზიდენტი ელჩების კონფერენციაზე არ მივიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 26 დეკემბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ელჩების კონფერენცია 2022
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს ელჩების პრიორიტეტები 2024 წლისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი ელჩების კონფერენციას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის პროტესტი - რატომ არ დაესწრო სალომე ზურაბიშვილი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ელჩების კონფერენცია 2018
პირველი არხი Georgian Public Broadcaster