საქართველოს ელჩების პრიორიტეტები 2024 წლისთვის
წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყების ხელშეწყობის გარდა, 2024 წელს საქართველოს ელჩებს სხვა პრიორიტეტები და დავალებებიც აქვთ. აქცენტი ნატოს საიუბილეო ვაშინგტონის სამიტზე კეთდება. სამიტზე ჩვენი ქვეყნის მაღალ დონეზე წარმოდგენა და ალიანსში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება მთავარ ამოცანად სახელდება. პრიორიტეტებს შორისაა დეოკუპაციის მიზნით და არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად საერთაშორისო პლატფორმების აქტიურად გამოყენება, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გამყარება, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან მჭიდრო კომუნიკაცია და სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტების გაღრმავება ჩინეთთან, რომელთანაც ცოტა ხნის წინ საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა. უკრაინის ომის, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების და გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე ელჩებს იმ პროექტების ხელშეწყობაც მოუწევთ, რომლებმაც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი უფრო უკეთ უნდა წარმოაჩინოს და ევროკავშირთან უფრო მეტად დააახლოოს. ელჩების კონფერენციაზე წელს პირველად პრეზიდენტი არ მიუწვევიათ. ანა ბროლაძე გვეტყვის, რა დავალებებით და პრიორიტეტებით გაემგზავრებიან ელჩები სამშობლოდან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი 2024“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამბასადორიალი 2021
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ელჩების კონფერენცია 2019
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
MOE: ხათუნა გოგალაძემ საქართველოს ელჩებთან ერთად სამომავლო თ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ამბასადორიალი - 2018
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ელჩების კონფერენცია - 2018
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აჭარაში გიდები ტურისტული დიპლომატიის კურსს გადიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 დიალოგის მეხუთე რაუნდის მოლოდინი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster