პრეზიდენტი ელჩების კონფერენციაზე არ მივიდა

26.12.2022 00:56

ელჩების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი არ მისულა, თუმცა მისი დასწრება წინასწარ დაგეგმილი იყო. ღონისძიების დაწყებამდე ითქვა, რომ პრეზიდენტიც მიმართავდა სიტყვით ქართველ დიპლომატებს და ამბასადორიალზე შეკრებილებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესამსახურში კი განმარტეს, რომ სალომე ზურაბიშვილი „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაეთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა. ღონისძიების მონაწილე ელჩებმა თქვეს, რომ მათ არა აქვთ ინფორმაცია, რადგან ისინი ღონისძიების საორგანიზაციო საკითხების შემუშავებაში არ არიან ჩართულები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო