ელჩების კონფერენცია 2018

17.12.2018 00:35

ოთხი დღის განმავლობაში თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2018“ გაიმართება. მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახსნის. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. სალომე ზურაბიშვილი, მამუკა ბახტაძე და ირაკლი კობახიძე ქართველ ელჩებთან სამუშაო შეხვედრებსაც გამართავენ. კონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს განვლილი წლის საქმიანობას შეაფასებენ და 2019-22 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის პროექტს განიხილავენ. კონფერენციაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ მოლდოვის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: