საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“

02/16/2023
TV IMEDI-ის მიერ

▪„ერთ წელზე მეტია სააკაშვილი სასჯელს იხდის და ყოველდღე ეს არის სიკვდილის ქრონიკა, როდესაც გვეუბნებიან, რომ წამი წამზე, წუთი წუთზე, დღეს თუ არა ხვალ ის მოკვდებაო და უკვე წელიწადნახევარი გავიდა“

▪„არანაირი ასეთი ინსტრუმენტი, ან დეფინიცია - ჰუმანიტარული მიზნებით ადამიანის გათავისუფლება ციხიდან, არ არსებობს“

▪„მიხეილ სააკაშვილი იყო გულაგების პრეზიდენტი - მან შექმნა სისტემა, რომელიც ეფუძნებოდა ადამიანის ჩაგვრას, დამცირებას, წამებასა და მისთვის ყველანაირი უფლებების ჩამორთმევას“

▪„ალბათ ბედისწერაა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციიდან რამდენიმე საათში გამოქვეყნდა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც საუბარია იმ წამებაზე, რომელიც მან 2011 წელს ციხეში განიცადა“

▪„ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა საქართველოს და მნიშვნელოვანია, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს“

▪„ნაცემი პატიმარი ბორკილით იყო მიბმული მილზე ციხის მორგში, გვამებთან ერთად - ამ სისტემის შემქმნელზე დღეს გვეუბნებიან, რომ ის არის დემოკრატიის შუქურა“

▪შალვა პაპუაშვილი ნაცმოძრაობაზე: დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს, არც ერთს არ აქვს გააზრებული, ვანო მერაბიშვილს ეს გააზრებული რომ ჰქონდეს, თავს უფლებას არ მისცემდა, პოლიტიკაში მობრუნებულიყო

▪„ევროპაში ყველაზე შეუბღალავი რეპუტაციის მქონე ინსტიტუციამ თქვა, რომ სააკაშვილი იყო გულაგების პრეზიდენტი და მეორე ინსტიტუციამ, რომელსაც აქვს რეპუტაციული გამოწვევები, თქვა, რომ კანონის უზენაესობა არის ვენდეტა“

▪საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“

ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed...
ტელეკომპანია \"იმედის\" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial  

© Teleimedi LLC 2023