აქციები და დაპირისპირება აშშ-ში
აშშ-ში აქციები და დაპირისპირება გრძელდება. ნიუ იორკში 200-მდე ადამიანია დაკავებული. ფიქსირდება მოროდიორობის ახალი შემთხვევები. ქალაქ პორტლენდში ათასობით დემონსტრანტი ზურგზე დადებული ხელებით მიწაზე დაწვა და გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდისთვის სამართლიანობა მოითხოვა. ბოლო დემონსტრაციები ძირითადად მშვიდობიანად ჩატარდა, თუმცა პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ატლანტაში, პორტლენდსა და მილუოკიში. პენტაგონმა ვაშინგტონის რაიონში 1600 სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა. ქვედანაყოფები გაძლიერებულ მზადყოფნაში არიან, თუმცა ამ ეტაპზე სამოქალქო ხელისუფლების მხარდამჭერ ოპერაციაში ჯერ არ არიან ჩართულები. პენტაგონის წარმომადგენელ ჯონათან ჰოფმანის თქმით, სამხედროები ამჟამად კოლუმბიის ოლქის სიახლოვეს მდებარე სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები „კომენდანტის საათის“ ამოქმედების მიუხედავად, გაგრძელდა, კერძოდ, დემონსტრაციები არ შემწყდარა ლოს ანჯელესში, ნიუ იორკსა და ვაშინგტონში. რამდენიმე ქალაქში პოლიციელებმა დემონსტრანტებთან ერთად, სოლიდარობის ნიშნად, მუხლი მოიყარეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აქციები და დემონსტრაციები აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ში საპროტესტო აქციები გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 3 მაისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 13 მაისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მასობრივი არეულობა აშშ-ში, შიდა პოლიტიკური დაპირისპირება და...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიციასთან შეტაკება და ფედერალური ძალები პორტლენდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართველი ზონდერი ქილერის აღსარება“: ბელორუსული "ზეციური ასე...
PK TV2