აშშ-ში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლები გრძელდება, თუმცა აქციები ახლა დიდწილად მშვიდობიანი ფორმით მიმდინარეობს. ვაშინგტონის შტატში აქციებზე დღეს ბევრად მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ პოლიციასთან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ვაშინგტონსა და ლოს ანჯელესში უკვე მოიხსნა კომენდანტის საათი, განსხვავებით ნიუ იორკისგან, სადაც პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს ქუჩაში დარჩენის უფლება კომენდანტის საათის დაწყების შემდეგაც მისცეს. მიუხედავად ამისა, ნიუ-იორკში გასულ ღამეს აქციის 10 მონაწილე დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა პორტლენდში, სადაც აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით ფოიერვერკებსა და ჭურვებს ისროდნენ. პოლიციამ მოსახლეობის შესაკავებლად ხმიანი ყუმბარები გამოიყენა. პორტ ლენდის მერის გადაწყვეტილებით, სამართალდამცველები აქციების დასაშლელად ცრემლსადენ აირს აღარ გამოიყენებენ და ამ მეთოდს მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც საფრთხე ადამიანების სიცოცხლეს დაემუქრება, სხვა შემთხვევებში მათ ხმოვანი ყუმბარები და ნაკლებად აგრესიული მეთოდები უნდა გამოიყენონ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ანტირასისტული აქციების ახალი ტალღა აშშ-სა და ევროპაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42° პარალელი - ჯანდაცვის პრობლემები ამერიკაში და კორონავირუს...
პირველი არხი - 42-ე პარალელი
COVID 19 - ვითარება მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადამ კინზინგერის განცხადება და გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქციები და აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის საელჩოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში - ჩართვა ვაშინგტონიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ში საპროტესტო აქციები გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster