კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის ანგარიშს, რომელიც მოიცავს 2021 წლისთვის საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს, დღეს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ასიგნებათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული პროექტის თანახმად, საქართველოსთვის გათვალისწინებულია სულ მცირე 132 მილიონი დოლარის დაფინანსების გამოყოფა. ამასთან, გამოქვეყნებული დოკუმენტი დაფინანსების ნაწილის შეჩერებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობისთვის გათვალისწინებული დახმარების 15 %-ის გამოყოფის ვალდებულება შეიძლება შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს, რომ ეს მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, მთავრობაში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე იმის უზრუნველსაყოფად, რომ კერძო სექტორში კანონის უზენაესობა შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. მათ შორის საუბარია უცხოური ბიზნესის დევნისგან თავისუფალ საქმიანობაზე. ნოდარ ჩაჩუა დეტალებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კანონპროექტი ამერიკის კონგრესში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სენატმა აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
3
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი - გამოხ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 12 საათზე, 17 დეკემბერი 2018 #LIVE
აშშ-ს დახმარება უკრაინას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 18 აპრილი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 3 ნოემბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster