სენატმა აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა

24.07.2020 05:38

წარმომადგენელთა პალატის შემდეგ სენატმაც დაამტკიცა კანონ-პროექტი, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს. აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის სენატის მიერ მომზადებულ ვარიანტში სენატორ რიშის მიერ ინიცირებული შესწორებები ვერ მოხვდა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებას და გიორგი რურუას საქმეს ეხებოდა. არცერთი საკითხი სენატის მიერ 86 ხმით დამტკიცებულ პროექტში ნახსენები არ არის. დოკუმენტში ხაზგასმულია უპირობო მხარდაჭერა საქართველოსთან თავდაცვითი ურთიერთობების გაღრმავების და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტში. თბილისში ვაშინგტონიდან მიღებული გზავნილები სხვადასხვანაირად აღიქმება. ოპოზიცია მმართველ გუნდს კონგრესში მომზადებულ კიდევ ერთ კანონ-პროექტს ახსენებს, სადაც საქართველოსთვის სამხედრო დახმარების 15%-ის შესაძლო შეჩერების პირობებზეა საუბარი.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საგარეო უწყება - აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტით, საქართველო მისი მოკავშირე და პარტნიორია
01:19

საგარეო უწყება - აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტით, საქართ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსეთის საომარი ქმედებები უკრაინაში
05:59

რუსეთის საომარი ქმედებები უკრაინაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 შალვა ნათელაშვილის განცხადება
00:56

#არჩევნები2020 შალვა ნათელაშვილის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ სენატმა სავალდებულო ვაქცინაციას ვეტო დაადო
02:11

აშშ სენატმა სავალდებულო ვაქცინაციას ვეტო დაადო

თავისუფალი არხი - Free Channel

სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი დაბლოკა
00:32

სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი დაბლოკ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინის დახმარების პაკეტი — რა განცხადებები მოჰყვა კენჭისყრას თეთრ სახლსა და კიევში?
04:28

უკრაინის დახმარების პაკეტი — რა განცხადებები მოჰყვა კენჭისყრ...

Formula News

აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი გაამართლა
04:39

აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი გაამართლა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ
00:48

აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია სომეხთა გენოციდის აღი...

Georgia Daily

ყველა ვიდეო