3
მეორე დღეა შეფასებების თემაა მეგობარი აქტის გამკაცრებული სანქციები, რომელიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ კონგრესში ხელახლა წარადგინა. ჯო უილსონთან ერთად წარმდგენებს შორისაა კონგრესმენი სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვიზი. ჯო უილსონის გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტი მიმართულია საქართველოში დემოკრატიული პრაქტიკის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისკენ და ადასტურებს აშშ-ს ერთგულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტარული რეჟიმების, კერძოდ, რუსეთის გავლენას. „მეგობარი აქტი“ „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის მიმართ სანქციების ყოვლისმომცველ გადახედვას მოითხოვს. ის პირები, რომლებიც ჩართული იყვნენ კორუფციაში ან ლახავდნენ საქართველოს სუვერენიტეტს დასანქცირდებიან. როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტი სრულად არის შეთანხმებული წარმომადგენელთა პალატაში, სენატში, ასევე „დემოკრატიული“ და „რესპუბლიკური პარტიების“ ლიდერებთან და მოსალოდნელია, რომ მისი დამტკიცება მალე მოხდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
ულამაზესი სიმღერა J. Skanadze - Shen gekutvnis guli chemi...
ქართული მუსიკის საუკეთესო საიტი Georgian music
აქტუალური თემა: გონორეა
დისტანციური კლინიკა ,,ბაბა\"
ევროპის დღე 2023 - მთავრობის მიერ ორგანიზებული ევროპის დღეებ...
TV IMEDI
#მოამბე 18 საათზე, პირველი ივლისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პირველი ქართული ეკომეგობრული USB კაბელი „ტენე“ წლის ბოლოდან...
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
გიორგი ვაშაძე - ეს არის ტოტალური ქოციანობა
ტვ პირველი • TV Pirveli
უმაგრესი კლიპი, არ ჩაუაროთ შრომა წყალში, უბრალოდ გააზიარეთ :...
New Videos / Subscribe
ზალკალიანის ვიზიტი ჟენევაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster