ლაგოდეხის ტ/ორგანოს რწმუნებულების დაკითხვა
თელავის საოლქო პროკურატურაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული მართვის ორგანოს ყველა რწმუნებულს ჰკითხავენ. საქმე ეხება 2012 წლის „სოფლის დახმარების პროგრამით" გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობას. პროკურატურა აღნიშნული საკითხით რამდენიმე კვირის წინ დაინტერესდა. საგამოძიებო უწყება ლაგოდეხის გამგეობის მიერ 2012 წლის სოფლის პროგრამით გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერისთვის კვალიფიკაციის შეცვლის კანონიერებას სწავლობს. 2012 წელს ლაგოდეხის გამგეობას „სოფლის დახმარების" პროგრამის ფარგლებში, ნაშთის სახით 70 ათას ლარამდე დარჩა აუთვისებელი, რომლითაც მიმდინარე წელს გამგეობამ ორი თვითმცლელი მანქანა შეიძინა. ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაკაშვილი აცხადებს, რომ ტექნიკის შეძენის ნებართვა საკრებულომ გასცა და გადაწყვეტილების მიღება კანონის ფარგლებში მოხდა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1mie8if
მსგავსი ვიდეოები
MOE: მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ მედიის წარმომადგენლებს განხო...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: მინისტრი ხათუნა გოგალაძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: შეხვედრა ჟურნალისტებთან „საქართველოს მთავრობა ღია მმართ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
შსს-მ პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის ბრალდებით 3 პირი და...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოკალი ამის დედას შ***ი! ქურდულ “პარიადკას“ სცდები ბიჭო!
ქართული ვიდეო არქივი
ადგილი, რომელიც ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს - გადაცე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მასშტაბური პროექტი ლაგოდეხის ნაკრძალში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლაგოდეხის რაიონი სოფელი ლელიანი გააზიარეთ თვენი აზრი! წმინდა...
Gdgf Gfcf