საქართველო ევროკავშირის პროგრამის „Creative Europe„- ის წევრი ქვეყანა გახდა
24 თებერვალს, ბრიუსელში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ევროკომისარმა განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში - ტობას ნავრაჩიჩმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის პროგრამა - “Creative Europe”-ის („შემოქმედებითი ევროპა“) წევრი გახდა. ხელმოწერის ცერემონია ევროკომისრის ოფისში გაიმართა. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საქართველო პირველია, რომელიც აღნიშნული პროგრამის წევრი გახდა. “Creative Europe” („შემოქმედებითი ევროპა“) წარმოადგენს ევროკავშირის 6-წლიან პროგრამას, რომელიც ევროპული კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის მხარდასაჭერად შეიქმნა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ბრიუსელში საქრთველოს საელჩოში ბელგიაში მოღვაწე ქართველ ხელოვანებს შეხვდნენ. მიხეილ გიორგაძემ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
საქართველო ევროკავშირის პროგრამის „Creative Europe„- ის წევრ...
culturegovge culturegovge
საქართველო „Creative Europe„-ის წევრი ქვეყანა გახდა
culturegovge culturegovge
საქართველო „Creative Europe„-ის წევრი ქვეყანა გახდა
culturegovge culturegovge
საქართველო „Creative Europe„-ის წევრი ქვეყანაა
culturegovge culturegovge
საქართველო ევროკავშირის პროგრამის „Creative Europe„-ის წევრი...
culturegovge culturegovge
„შემოქმედებითი ევროპა“ - „Creative Europe”
culturegovge culturegovge
რა არის "შემოქმედებითი ევროპა" - "Creative Europe"
culturegovge culturegovge
მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი სტუმრად გადაცემაში "საქ...
culturegovge culturegovge