მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი სტუმრად გადაცემაში "საქმიანი დილა"
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი სტუმრად ტელეკომპანია მაესტროს გადაცემაში " საქმიანი დილა". 24 თებერვალს, ბრიუსელში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში - ტობას ნავრაჩიჩი, ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის პროგრამა - “Creative Europe”-ის („შემოქმედებითი ევროპა“) წევრი გახდება. ხელმოწერის ცერემონია ევროკომისრის ოფისში გაიმართება. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საქართველო პირველია, რომელიც აღნიშნული პროგრამის წევრი ხდება. “Creative Europe” („შემოქმედებითი ევროპა“) წარმოადგენს ევროკავშირის 6-წლიან პროგრამას, რომელიც ევროპული კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის მხარდასაჭერად შეიქმნა. პროგრამაში - „შემოქმედებითი ევროპა“, მონაწილეობის მიღება შეუძლია კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს, რომლებიც შექმნიან პროექტებს კულტურისა და მულტიმედიის სფეროში. “Creative Europe”-ის პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 1,46 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელიც 6 წლის განმავლობაში (2014-2020 წწ-ში) მოხმარდება კონკურსში გამარჯვებული პროექტების დაფინანსებას. დაფინანსების მეშვეობით, საქართველოში არსებულ კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ - იმუშაონ ევროპის მასშტაბით, წარდგნენ ახალი მაყურებლის/მსმენელის წინაშე და ევროპელ პარტნიორებთან ერთად განახორციელონ ერთობლივი პროექტები. პროგრამა „Creative Europe”-ის („შემოქმედებითი ევროპა“) წევრად გახდომა, ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
#საქმიანისაღამო: მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში
Business Media Georgia
ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება მეექვსედ გადავადდა
Business Media Georgia
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გოგილ...
Business Media Georgia
კლუბების პასუხი მთავრობას
Business Media Georgia
ავიაციის და ტურიზმის 2022 წლის 9 თვის შედეგები
Business Media Georgia
SILKNET- მა დეპოზიტარული ხელწერილები გამოუშვა
Business Media Georgia
თხილის მოსავალი ბოლო 5 წლის მაქსიმუმზეა
Business Media Georgia
#საუბრებიავიაციაზე: საავიაციო ბაზრის 9 თვის შედეგები და სიახ...
Business Media Georgia