საქართველო ევროკავშირის პროგრამის „Creative Europe„-ის წევრი ქვეყანა ხდება
საქართველო ევროკავშირის პროგრამის „Creative Europe„-ის (“შემოქმედებითი ევროპა“) წევრი ქვეყანა ხდება - ამ თემასთან დაკავშირებით, 18 თებერვალს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გაუძღვა. ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი დაესწრნენ. 24 თებერვალს, ბრიუსელში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში - ტობას ნავრაჩიჩი, ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის პროგრამა - “Creative Europe”-ის („შემოქმედებითი ევროპა“) წევრი გახდება. ხელმოწერის ცერემონია ევროკომისრის ოფისში გაიმართება. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საქართველო პირველია, რომელიც აღნიშნული პროგრამის წევრი ხდება. “Creative Europe” („შემოქმედებითი ევროპა“) წარმოადგენს ევროკავშირის 6-წლიან პროგრამას, რომელიც ევროპული კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის მხარდასაჭერად შეიქმნა. პროგრამაში - „შემოქმედებითი ევროპა“, მონაწილეობის მიღება შეუძლია კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს, რომლებიც შექმნიან პროექტებს კულტურისა და მულტიმედიის სფეროში. “Creative Europe”-ის პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 1,46 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელიც 6 წლის განმავლობაში (2014-2020 წწ-ში) მოხმარდება კონკურსში გამარჯვებული პროექტების დაფინანსებას. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
საქართველო ევროკავშირის პროგრამის „Creative Europe„- ის წევრ...
culturegovge culturegovge
საქართველო ევროკავშირის პროგრამის „Creative Europe„- ის წევრ...
culturegovge culturegovge
საქართველო „Creative Europe„-ის წევრი ქვეყანა გახდა
culturegovge culturegovge
საქართველო „Creative Europe„-ის წევრი ქვეყანა გახდა
culturegovge culturegovge
საქართველო „Creative Europe„-ის წევრი ქვეყანაა
culturegovge culturegovge
„შემოქმედებითი ევროპა“ - „Creative Europe”
culturegovge culturegovge
რა არის "შემოქმედებითი ევროპა" - "Creative Europe"
culturegovge culturegovge
მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი სტუმრად გადაცემაში "საქ...
culturegovge culturegovge