საქართველო ევროკავშირის პროგრამის „Creative Europe„- ის წევრი ქვეყანა გახდა
24 თებერვალს, ბრიუსელში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ევროკომისარმა განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში - ტობას ნავრაჩიჩმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის პროგრამა - “Creative Europe”-ის („შემოქმედებითი ევროპა“) წევრი გახდა. ხელმოწერის ცერემონია ევროკომისრის ოფისში გაიმართა. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საქართველო პირველია, რომელიც აღნიშნული პროგრამის წევრი გახდა. “Creative Europe” („შემოქმედებითი ევროპა“) წარმოადგენს ევროკავშირის 6-წლიან პროგრამას, რომელიც ევროპული კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის მხარდასაჭერად შეიქმნა. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
საქართველო ევროკავშირის პროგრამის „Creative Europe„- ის წევრ...
culturegovge culturegovge
საქართველო „Creative Europe„-ის წევრი ქვეყანა გახდა
culturegovge culturegovge
საქართველო „Creative Europe„-ის წევრი ქვეყანა გახდა
culturegovge culturegovge
საქართველო „Creative Europe„-ის წევრი ქვეყანაა
culturegovge culturegovge
საქართველო ევროკავშირის პროგრამის „Creative Europe„-ის წევრი...
culturegovge culturegovge
„შემოქმედებითი ევროპა“ - „Creative Europe”
culturegovge culturegovge
რა არის "შემოქმედებითი ევროპა" - "Creative Europe"
culturegovge culturegovge
მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი სტუმრად გადაცემაში "საქ...
culturegovge culturegovge